მამუკა მდინარაძე: დღეს ვერ შევძლებ დადასტურებას, რომ უმრავლესობა დათანხმდება სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურას, თუმცა, ვაფიქსირებ მისდამი პატივისცემას

“დღეს ვერ შევძლებ დადასტურებას, რომ უმრავლესობა დათანხმდება სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურას, თუმცა, ვაფიქსირებ პატივისცემას, როგორც წესიერი და პროფესიონალი ადამიანის მიმართ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „მოქალაქეების“ მიერ სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების საშუალება უმრავლესობის სხდომის შემდეგ ექნება.

„შესაძლებელია, არ იყოს უმრავლესობაში ერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, მით უმეტეს, რომ ჩვენთან იყო აზრი, რომ პოლიტიკურად მიკერძოება იყო კანდიდატობის გამომრიცხველი გარემოება. ჩვენ ამაზე არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. ამიტომ, ცალსახად და გადაჭრით მე რომ დავადასტურო, რომ უმრავლესობა ამაზე დათანხმდება, დღეს ვერ შევძლებ, თუმცა კიდევ ერთხელ, პირადად მე, შემიძლია დავაფიქსირო მის მიმართ პატივისცემა, როგორც პატიოსანი, წესიერი ადამიანისა და პროფესიონალის მიმართ.

უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან პრინციპულად იყო გახმოვანებული, პოზიცია იმის შესახებ, რომ პოლიტიკური მიკერძოება უნდა ყოფილიყო გამომრიცხველი. ეს იქნება სასწორის ერთ პინაზე დადებული მძლავრი არგუმენტი, თუმცა, მეორე მხრივ, აქვე ვადასტურებ, რომ ლევან იოსელიანი არის პატიოსანი, წესიერი, პროფესიონალი ადამიანი და უნდა ავწონოთ ეს არგუმენტები, შევადაროთ ერთმანეთს და უმრავლესობამაც ასე მივიღოთ გადაწყვეტილება. ამიტომ, სავარაუდოდ, ამის გახმოვანების საშუალება, რა გადაწყვიტა უმრავლესობამ, მექნება უმრავლესობის სხდომის შემდეგ, მომდევნო კვირის ორშაბათ დღეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები