რუსეთში, შესაძლოა, „ჯეკ დენიელსი“ აკრძალონ

რუსეთში, შესაძლოა, „ჯეკ დენიელსი“ აკრძალონ. სანიტარულმა სამსახურმა „ჯეკ დენიელს თენესიში“ ალერგიის გამომწვევი ნივთიერებები აღმოაჩინა.
„როსპოტრებნადზორის“ ცნობით, ვისკი ბენზოლის მჟავას შეიცავს, რომელსაც ალერგიული რეაქციის სახით, ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევის გამოწვევა შეუძლია და ეს ნივთიერება რწყილების საწინააღმდეგოდაც გამოიყენება.
„როსპოტრებნადზორის“ ცნობით, იმ მაღაზიების წინააღმდეგ, სადაც ვისკის რეალიზაცია ხდებოდა, საქმეა აღძრული. გაყიდვიდან ამოიღებენ ბურბონ „ჯიმ ბინსაც“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები