“ვფიქრობ, სიძულვილის ენის გამოკვლევის გარდა, სამმართველომ პრევენციული ხასიათიც უნდა გაატაროს, რომ ნაკლები იყოს სიძულვილის შემცველი ქმედებები” – მაჭარაშვილი

“ვფიქრობ, სიძულვილის ენის გამოკვლევის გარდა, სამმართველომ პრევენციული ხასიათიც უნდა გაატაროს, რომ ნაკლები იყოს სიძულვილის შემცველი ქმედებები”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მან სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს ამოქმედებაზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, საქართველოს უახლოეს ისტორიაში სიძულვილის ენა და ბულინგი ფინანსდებოდა და ჯერ კიდევ უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. ამერიკის პრეზიდენტის ბრძანება გავიხსენოთ, როცა USAID გააუქმა, იქ მიზეზად რა ჩაწერა – ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ პროცესებს, აქციებს აფინანსებდა. არაერთხელ გამოქვეყნდა საჯარო დოკუმენტები, სადაც ევროპული ფონდები ძალადობრივ აქციებსა და სიძულვილის ენას აფინანსებდნენ. მაგალითად, კამპანია იყო – სიძულვილი გამოიჩინეთ და ჯარიმას ჩვენ გადაგიხდითო. ეს ფონდებიდან ფინანსდებოდა. სამწუხაროდ, სიძულვილი ამ ხალხის მიერ არის შემოტანილი.

ვფიქრობ, სამმართველო სიძულვილის ენის გამოკვლევის გარდა, პრევენციული ხასიათიც უნდა გაატაროს, რომ ნაკლები იყოს სიძულვილის შემცველი ქმედებები. მნიშვნელობა არ აქვს, სიძულვილის ენას ვინ ვის მიმართ გამოიყენებს. მეხსიერება გვაქვს, სიძულვილის ენა საიდან მოდიოდა. პარლამენტში ვისი მხრიდან იყო ძალადობა, რომელ აქციებზე იყო ძალადობრივი ქმედებები. სიძულვილის ენას 99 პროცენტში “ნაცმოძრაობა” იყენებს“, – თქვა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები