პიტერ მადიარი პრეზიდენტს იმპიჩმენტით დაემუქრა
უნგრეთის ახალი მთავრობა პრეზიდენტ ტამაშ შუიოკის წინააღმდეგ პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს, თუ ის ნებაყოფლობით გადადგომას არ დათანხმდება.
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა სახელმწიფოს მეთაურთან ბუდაპეშტის ოფიციალურ რეზიდენციაში, შანდორის სასახლეში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მე რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაცნობე, რომ თუ ის პოზიციას არ შეცვლის და ნებაყოფლობით არ გადადგება, დღესვე ვაცნობებ მმართველ ფრაქციას „ტისას“ და ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ საჭირო პროცედურებს პარლამენტში. ასევე, პრეზიდენტს ვაცნობე, რომ ძირითადი კანონის თანახმად, მისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის რამდენიმე ვარიანტი არსებობს“, – განაცხადა მადიარმა პრესკონფერენციაზე.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ფრაქცია „ტისა“ პარლამენტს წარუდგენს წინადადებებს შუიოკის თანამდებობიდან გადაყენების მიზნით ძირითად კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მადიარმა განაცხადა, რომ მან ვერ შეასრულა სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობები და ვერ შეძლო ვიქტორ ორბანის წინა მთავრობის მიერ ბოლო წლებში ჩადენილი დარღვევების თავიდან აცილება.