ანდრია ბალანჩივაძის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა

დღეს ანდრია ბალანჩივაძის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„გამოჩენილმა ქართველმა კომპოზიტორმა და პედაგოგმა, ანდრია ბალანჩივაძემ XX საუკუნის ქართულ მუსიკალურ კულტურაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. მისი შემოქმედება ქართული პროფესიული მუსიკის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპად მიიჩნევა და დღემდე ღირსეულ ადგილს იკავებს ქართული კულტურის ისტორიაში“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები