შიო მესამე ფოკაში პარაკლისს აღავლენს
საქართველოს პატრიარქი შიო მესამე ფოკაში პარაკლისს აღავლენს.
ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წმინდა მოციქულთასწორ ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებით ჩაბრძანდა ფოკაში, სადაც პარაკლისს აღავლენს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.