ეგვიპტეში ავარიას 38 ადამიანი ემსხვერპლა
ეგვიპტეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. უდაბნოში გამავალ გზაზე ერთმანეთს ორი ტურისტული ავტობუსი შეეჯახა.ერთერთი მათგანი შარმ-ელ-შეიხიდან, მეორე კი სინას ნახევარკუნძულიდან მოდიოდა. შეჯახების შედეგად, ერთი ავტობუსი ამოყირავდა.
დაშავებულია 40 ადამიანი. მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. ამ დრომდე უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები მგზავრობდნენ ავტობუსით, თუმცა ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობა, რომ დაღუპულებს შორის რუსი ტურისტები არიან.
ავარიის ადგილზე სასწრაფო დახმარების 30 ჯგუფია მობილიზებული. შემთხვევის ადგილზე პროვინციის გუბერნატორიც მივიდა.