„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა 39 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს
„დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნებმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის ვალდებულებები 39 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს.
ამის შესახებ G7-ის ფინანსთა სამინისტროებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
გარდა ამისა, G7 საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოუწოდებს, რომ უკრაინის მხარდაჭერის პროგრამაზე მუშაობა მარტის ბოლომდე დააჩქაროს.
„2023 წლისთვის, უკრაინის მთავრობის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი საბიუჯეტო და ეკონომიკური მხარდაჭერის ვალდებულებები 39 მლრდ აშშ დოლარამდე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.