ამირან სალუქვაძე: ძალიან კარგი ვიზიტი აქვს პრემიერს და რაც თვალშისაცემია, თბილი და სანდო ურთიერთობები თურქეთის პრეზიდენტთან – ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო ურთიერთობები საგრძნობლად დაალაგა

ძალიან კარგი ვიზიტი აქვს პრემიერს და რაც თვალშისაცემია, თბილი და სანდო ურთიერთობები თურქეთის პრეზიდენტთან, – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სტაბილური სამეზობლო ურთიერთობების მნიშვნელობას ახსნა არ ესაჭიროება, მოკლე დროში ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო ურთიერთობები საგრძნობლად დაალაგა.

„ძალიან კარგი ვიზიტი აქვს პრემიერს და რაც თვალშისაცემია, თბილი და სანდო ურთიერთობები თურქეთის პრეზიდენტთან.

ეს ფოტო, ვიდეოს დასაწყისში, შეგნებულად გამოვყავი. პლუს გაცილება… დიპლომატიურ ეტიკეტში ყოველ ჟესტს აქვს მნიშვნელობა.

სტაბილური სამეზობლო ურთიერთობების მნიშვნელობას ახსნა არ ესაჭიროება.

რაც მოახერხა ამ მოკლე დროში ღარიბაშვილმა, საგრძნობლად დაალაგა სამეზობლო ურთიერთობები. აღარ გავიხსენებ ვიზიტებს, განცხადებებს, მედიაციას…

ჩვენი ქვეყანა გაცილებით წინ წაიწევდა, ყველა მიმართულებით, პოლიტიკური სისტემის წარმომადგენლებს ერთმანეთში რომ არ ერედოეთ ოპოზიციონერობა და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება. მიკვირს იმ ხალხის, თითქოს პოლიტიკაში რომ აღარ არიან, არც ნაციონალებად ითვლებიან, მაგრამ ნაციონალების ნოტებზე რომ არიან გადაწყობილები. უზარმაზარი რესურსია. უამრავ ადამიანს სიტყვა უნდა ეთქმოდეს, თუმცა…

ოპომედიას პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მეზობელ, ნატოს წევრ სახელმწიფოში, ბოლო, რამდენიმე წამიან თემად აქვთ“, – წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები