რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ყველა აქცია კურიოზია

„ჩვენ ვხედავთ აქცია-კურიოზებს. “ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ყველა აქცია კურიოზია და ყველზე მასშტაბური კურიოზი ხვალინდელი აქცია, რომლის დამგეგმავი აქციის დაწყებამდე გაიქცა და ახლა სხვა ქვეყანაში იმყოფება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება მუდმივად აქციებზე საუბრით დაიღალა.

“ამაზე უპასუხისმგებლო დამოკიდებულება როგორ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს და რა შეიძლება, კიდევ ამაზე დიდი ფსკერი იყოს, მე ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ და დგამენ.

შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება დაიღალა მუდმივად ამ აქციებზე საუბრითა და დღის წესრიგში მსგავსი საკითხების ყოფნით. ფაქტია, რომ რაც უფრო მეტ აქციას მართავენ, მით მეტად ახლოვდება მათი მსვლელობა პოლიტიკურ უფსკრულში და ეს არის ლოგიკური, კანონზომიერი, რადგან ამ ადამიანებს ყველზე პოზიტიურ, მარტივ საკითხებზე ფოკუსირებაც არ შეუძლიათ და ეს მათი არჩევანია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები