„რუსეთმა უარი უნდა თქვას თავის იმპერიულ ამბიციებზე“ – პოლონეთის პრეზიდენტი
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთმა უარი უნდა თქვას თავის იმპერიულ ამბიციებზე.
„რუსეთი დესტაბილიზაციას ახდენს ბევრ ქვეყანაში და უკრაინამ რუსეთის მხრიდან ეს ფრონტალური შეტევა განიცადა. მაგრამ ეს იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი აღადგენს თავის იმპერიულ ამბიციებს და რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს. თავისუფალმა სამყარომ უნდა აიძულოს რუსეთი, რომ ეს გააკეთოს. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამიტომაც ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან მივიჩნევთ, რომ თუ უკრაინა გაუძლებს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, მაშინ რუსეთს მოუწევს შეაჩეროს ეს იმპერიული ამბიციები“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ანჯეი დუდამ ჩამოთვალა ქვეყნები, სადაც რუსეთი ცდილობდა გავლენის მოხდენას, მათ შორის საქართველო, მოლდოვა და სირია.
„უბრალოდ რომ ვთქვათ, რუსეთი არის ასეთი იმპერია, რომელსაც აქვს კოლონიური ამბიციები. მას სურს დაიმორჩილოს სხვა ერები და სხვა ქვეყნები. მას სურს მათგან მოგება მიიღოს. და ამის საუკეთესო მაგალითი დღეს უკრაინაა“, – დასძინა პოლონეთის პრეზიდენტმა.