“პუტინმა სათათბიროსადმი მიმართვაში აჩვენა, რომ ომის გაგრძელებას აპირებს” – ბრიტანული დაზვერვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური სათათბიროსადმი მიმართვაში აჩვენა, რომ ომის გაგრძელება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მოხსენებაშია ნათქვამი.

“რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას აჩვენა, რომ ომის გაგრძელება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და ცდილობს, დაარწმუნოს რუსები, რომ ომი რუსეთისთვის “ეგზისტენციალურია”, მაგრამ გეგმებს არ აკონკრეტებს”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პუტინმა ნათლად გამოხატა საკუთარი განზრახვა, გააგრძელოს “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” და განაგრძოს დასავლეთის დადანაშაულება “ტყუილში”.

“პუტინმა განაგრძო სამხედრო რიტორიკა, რომელსაც იყენებდა თავის გამოსვლებში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. პუტინი აგრძელებს საკამათო “ეგზისტენციალური ბრძოლის” ნარატივის გამოყენებას და ამტკიცებს, რომ რუსეთში ყველაფერი კარგადაა და “ყველაფერი გეგმის მიხედვით” მიდის”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები