თეა წულუკიანი: მთავრობამ და სახელისუფლებო სტრუქტურებმა შეძლეს, რომ სხვადასხვა ახალი კანონის წყალობით მართვის პროცესი გამხდარიყო უფრო გამჭვირვალე
„მთავრობამ და სახელისუფლებო სტრუქტურებმა შეძლეს, რომ სხვადასხვა ახალი კანონის წყალობით მართვის, მათ შორის, ფინანსური მართვის პროცესი გამხდარიყო უფრო გამჭვირვალე. არცერთი კანონი არ ყოფილა დღემდე შემუშავებული არასამთავრობო სექტორის მეტი გამჭვირვალობისთვის”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა უფრო გამჭვირვალე იყოს.
“არადა, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქროთ, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხა შეიძლება, მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემს სამინისტროში. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მილიონობით ლარს მართავენ, აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივი პროცესების მართვაში – რასაკვირველია, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობაც გახდეს უფრო გამჭვირვალე. ხუმრობით გეტყვით, რომ ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა – მეთქი, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არაფერი მოსწონთ, რაც არ უნდა კარგი გაკეთდეს ამ ქვეყანაში“, – აცხადებს წულუკიანი.