საგარეო უწყება თურქეთში ქართველი მოხალისის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თურქეთში ქართველი მოხალისე დაიღუპა, არ ადასტურებს.

უწყებაში ამბობენ, რომ დანიელ ბულკაშვილის შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესი გრძელდება.

“ამ დროისთვის, თურქეთში საქართველოს საელჩოში აღნიშნული ფაქტის შესახებ არც თურქეთის ოფიციალური უწყებებიდან და არც საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრების მხრიდან შეტყობინება არ შესულა. საელჩო აგრძელებს თურქეთის შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის მოძიების პროცესს”, – უთხრეს “კვირას” უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები