არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

ხუთი წელი არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობიდან – ყოფილი სამხედრო სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს.

მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 23 თებერვალს გასაჯაროვდა.

ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა.

24 მარტს არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცისთვის ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან – მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები