„ერთწლიანი ომის შემდეგ, კიევი მყარად დგას“ – ბაიდენი
კიევი მყარად დგას, რუსეთის შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ერთი წლის წინ, მსოფლიო კიევის დაცემისთვის ემზადებოდა. კიევში ვიზიტიდან ახლახან დავბრუნდი და შემიძლია გითხრათ, რომ კიევი მყარად დგას. ის ამაყად და რაც მთავარია, თავისუფლად დგას“, – აღნიშნა ბაიდენმა ვარშავაში.
მისი თქმით, უკრაინაში პუტინის ომი ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის გამოცდა იყო.
„როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ეს არ იყო მხოლოდ უკრაინის გამოცდა. საუკუნეების განმავლობაში მთელი მსოფლიო ამ გამოცდის წინაშე დგას. ევროპის გამოცდა, ამერიკის გამოცდა, ნატოს გამოცდა. ყველა დემოკრატიის გამოცდას“, – განაცხადა ბაიდენმა.
როგორც შეერთებული შტატების ლიდერმა აღნიშნა, მოკავშირეები მტკიცედ დგანან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.