პარლამენტში არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ქალების საჭიროებებზე იმსჯელეს

????????????????????????????????????

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, კანონის უზენაესობის პროგრამის, შრომის ინსპექციის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლების შეხვედრაზე განხილული იყო არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ქალების საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხები.

გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, ხატია წილოსანის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ოჯახში დასაქმებულების მიმართ სოციალური პაკეტებით სარგებლობის ხელშეწყობას.

„ასევე, მსჯელობა იყო რამდენად უნდა გახდეს ფორმალიზებული არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანები და რა მოტივატორები შეიძლება გაჩნდეს იმისათვის, რომ ოჯახში დასაქმებულებმა ისარგებლონ, როგორც საპენსიო დაგროვებით სისტემაში ჩართვით, ასევე იმ სოციალური შეღავათებით და წახალისებით, რომელსაც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს”, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები