დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის მორიგი დიალოგი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიალოგის ფორმატში იმსჯელეს სამშენებლო მასალების და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების წარმოების ბიზნესში არსებული გამოწვევების შესახებ. განიხილეს ფართო ჩართულობით ჩატარებული მოკვლევის შედეგად მიღებული ვრცელი დოკუმენტი და შესაბამისი რეკომენდაციები.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა კომიტეტისთვის, ამიტომ საჭირო იყო გარკვევა თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ეს დარგი.

„სამშენებლო სექტორი ბევრ ადამიანს ასაქმებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ერთ-ერთი კომპონენტის, სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოების და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მიმართულებით არსებული გამოწვევები, გავცეთ რეკომენდაციები, რომელიც სასურველ შედეგს გამოიღებს და წაადგება სექტორს. ასევე, სამშენებლო სფეროში არსებული სხვა გამოწვევებიც თუ იარსებებს სექტორთან კოორდინაციით, კვლავაც აქტიურად ვიქნებით ჩართულები“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

წარმოდგენილი დოკუმენტი და რეკომენდაციები გამოყენებული იქნება კომიტეტისა და საქართველოს მთავრობის მიერ, რათა შემდგომ ეტაპზე შემუშავდეს, გადაიხედოს და გაუმჯობესდეს შესაბამისი დარგობრივი პოლიტიკა, რაც შედეგად დააჩქარებს სამიზნე სფეროებში ეკონომიკურ ზრდას.

კომიტეტმა მოკვლევა ჩაატარა და დიალოგი გამართა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები