ირაკლი ქადაგიშვილი: მმართველი გუნდი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე თანმიმდევრულად მუშაობს

„ჩვენ ვასრულებთ 12 რეკომენდაციას და ეს მუშაობა ყველა მიმართულებით უკვე დასრულებულია. ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას ორ კანონპროექტზე და, ასევე, უნდა ავირჩიოთ სახალხო დამცველი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე თანმიმდევრულად მუშაობს.

“უპრეცედენტოდ მაღალი სანდოობის კანონმდებლობა არის მიღებული. მმართველი გუნდი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე თანმიმდევრულად მუშაობს. რადიკალური ოპოზიციის რადიკალური პოლიტიკის მკურნალობის რეცეპტი არავის აქვს და არ მგონია, ამერიკელ სენატორებს ჰქონდეთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები