ხვალ თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ხვალ დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი, სარემონტო სამუშაოებია.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივრსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის 462 აბონენტს. 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის, გურიელის და გამრეკელის ქუჩების 834 აბონენტს.
ქვესადგურში „ავშნიანი“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის ა, I, II, V, VI მიკრორაიონების, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, გმირ კურსანტთა, ვეკუას, შეშელიძის, ხევძმარის, ომარ ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის და ქერჩის ქუჩების 9620 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის, სანკტ-პეტერბურგის და მარჯანიშვილის ქუჩების 246 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, გულუას, ბერძნის, გრიშაშვილის, ვეზიროვის, ეფრემ მცირეს, გორგასლის და სულხანიშვილის ქუჩების 454 აბონენტს. 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ასკურავას და რკინიგზის ქუჩების 2602 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის III კვარტლის, საცხენისის, შუამთის და ენუქიძის ქუჩების 24 აბონენტს. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის 109 აბონენტს. 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, ნავთლუღის და საექიმოს ქუჩების 698 აბონენტს. 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის და მესხეთის ქუჩის 150 აბონენტს. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალტუბოს და მირცხულავას ქუჩების 696 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.