“ვოლტის” გენერალური მენეჯერი: პარტნიორ კურიერებთან შეხვედრებისთვის მზად ვართ

ვოლტისკურიერებმა საპროტესტო აქცია დღესაც გამართეს. ისინი კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ. როგორც აქციაზე შეკრებილები ამბობენ, მათი მოთხოვნა ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობებია.

საპროტესტო აქციებს  “ვოლტის” გენერალური მენეჯერი, სერგი მარღანია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან პარტნიორ კურიერებთან შეხვედრებისთვის მზაობა არსებობს.

“მზად ვართ, პარტნიორ კურიერებთან შეხვედრებისთვის, უბრალოდ ეს ვერ მოხდება იმ ფორმატში, როგორც თვითონ პროტესტის მონაწილეები ითხოვენ. ამის მარტივი მიზეზი არის ის, რომ პირველი – ვერ შედგება კონსტრუქციული დიალოგი 200 ადამიანთან საუბრისას და მეორე – ჩვენ არ გვაქვს პარტნიორ კურიერებთან ხელშეკრულების დეტალებზე საუბრის უფლება გარე პირებთან ერთად. ჩვენ მათ შევთავაზეთ კონკრეტულ დროსა და დღეებში შეხვედრები, ამ შეხვედრებზე დარეგისტრირდა დაახლოებით 100 კურიერი და მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში ჩვენ ამ შეხვედრებს ჩავატარებთ”, – განაცხადა მარღანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები