თეთრ სახლში ბაიდენის პუტინისადმი „სიგნალს“ აანონსებენ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში მომდევნო სამშაბათს სიტყვით გამოვა, რითაც „სიგნალს“ გაუგზავნის ვლადიმერ პუტინს. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, სამშაბათს, 21 თებერვალს, ბაიდენი ვარშავაში გამოვა სიტყვით,  რომელსაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავს მიუძღვნის.

„მე ვეჭვობ, რომ თქვენ მოისმენთ, როგორ მიმართავს ის პუტინს და ასევე რუსეთის ხალხს“, – აღნიშნა კირბიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები