ჭუჭყიან ავტომობილებზე ხატვის დიდოსტატის ნამუშევრები (ფოტო-კოლაჟი)
ალბათ ყველა ჩვენთაგანს გვიხილავს ავტომობილის ჭუჭყიან მინებზე გამოსახული წარწერები თუ ნახატები. ამ მხრივ საყოველთაოდ ცნობილია ისეთი “ფრთიანი ფრაზა” , როგორიცაა “გამრეცხე ” ან კიდევ ” სახლში, გერმანიაში დამაბრუნეთ ” და მრავალი სხვა. ალბათ ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ ჭუჭყიანი ავტომობილი რაიმეთი საინტერესო შეიძლება გამხდარიყო, თუმცა ამერიკელმა სკოტ უეიდმა შეძლო და შეიძლება ითქვას, მხატვრობის ახალი ჟანრი – ჭუჭყიან ავტომობილებზე ხატვა შექმნა. უეიდი ქმნის როგორც ფერწერის მრავალ შედევრის ჭუჭყიან ვერსიებს, ისე საკუთარ, ორიგინალურ ქმნილებებს. ასეა თუ ისე, უედის ნამუშევრები მართლაც გამორჩეული და საინტერესოა, იმდენად, რომ მათი განადგურება უძლეველი წყლის სტიქიის მხრიდან ნამდვილად დასანანია. ნახეთ სკოტ უეიდის ნამუშევრები და თავად დარწმუნდით ყოველივეში