ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსზე “გადამწყვეტი გამარჯვება” გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვირუსისგან გარდაცვალების მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე დაბალია.
ამის შესახებ Reuters-ი ჩინეთის პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტზე (PSC) დაყრდნობით იტყობინება.
ჩინეთის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული მოკლე დროში მათ მოახერხეს პანდემიასთან ბრძოლის მიდგომის „გადაწყვეტილების შეცვლა“ და ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებებში სწორი აღმოჩნდა.
პოლიტბიუროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი „ყველაზე დაბალია მსოფლიოში“.
”ჩინეთმა სასწაული მოახდინა კაცობრიობის ისტორიაში, რომ პანდემიიდან გამოვიდა – ამხელა მოსახლეობის პირობებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩინეთი გაზრდის ხანდაზმულთა ვაქცინაციის მაჩვენებელს, ასევე, გააძლიერებს სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებას და წარმოებას.