“უკრაინაში დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების მაღალი თანაფარდობაა” – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებს და კერძო სამხედრო კომპანიას (“ვაგნერს”) უკრაინის წინააღმდეგ ომში 175-დან 200 000-მდე დაჭრილი და დაღუპული ადამიანი ჰყავს.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ აქედან, დახლოებით, 40-დან – 60 ათასამდე დაღუპულია.

დაზვერვაში აცხადებენ, რომ მსხვერპლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოცხადდა.

თანამედროვე სტანდარტებით, ეს მაჩვენებლები წარმოადგენს დაღუპულთა და დაჭრილთა მაღალ თანაფარდობას. ეს, რა თქმა უნდა, განპირობებულია შეიარაღებული ძალების უკიდურესად პრიმიტიული სამედიცინო მხარდაჭერით.

რუსეთის დანაკარგების უმეტესი ნაწილის მიზეზი არტილერია იყო.

ასევე, “ვაგნერმა” ომის კამპანიაში დიდი რაოდენობით პატიმარი ჩართო. სავარაუდოა, რომ დაღუპულთა თითქმის 50% სწორედ “ვაგნერმა” განიცადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები