საფრანგეთმა ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის Covid-19-ზე ტესტის წარდგენის ვალდებულება მოხსნა

საფრანგეთმა ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის Covid-19-ზე უარყოფითი ტესტის წარდგენის ვალდებულება ისევ მოხსნა.

ამის შესახებ AFP ჩინეთში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ასევე, აეროპორტებში მგზავრების შემთხვევითი შემოწმება აღარ იქნება. ასეთი წესები 2022 წლის დეკემბრიდან მოქმედებდა, როდესაც ჩინეთში კორონავირუსის აფეთქება ფიქსირდებოდა.

ამავდროულად, ბორტზე ნიღბის ტარება სავალდებულო რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები