ამერიკული კომპანია Verisk Analytics-ის ექსპერტების შეფასებით, რომლებიც სტიქიური უბედურებებით მიყენებულ ზარალს ითვლიან, თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ეკონომიკურ ზარალი 20 მილიარდ დოლარზე მეტია.
ამასთან, მათივე პირველადი შეფასებით, ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი – დაახლოებით, ერთი მილიარდი დოლარი იყო დაზღვეული, – წერს Reuters-ი.
პროგნოზების მიხედვით, სტიქია თურქეთს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთ პროცენტამდე დაუჯდება.
„მიწისძვრა, ძირითადად, შეეხო სოფლის მეურნეობის და მსუბუქ ინდუსტრიულ რაიონებს და რეგიონებს, ამიტომ, სხვა სექტორებზე ზემოქმედება შეზღუდულია“, – განუცხადა Reuters-ს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მთავარმა ეკონომისტმა, ბეატა იავორჩიკმა.
მისი აზრით, აღდგენითმა სამუშაოებმა შესაძლოა, ერთ წელიწადში აანაზღაუროს ინფრასტრუქტურასა და მიწოდების ჯაჭვებზე უარყოფითი გავლენა.
EBRD-მა თურქეთის წლევანდელი ეკონომიკის ზრდა შემცირებისკენ დააკორექტირა 3,5-დან 3,0 პროცენტამდე. ეს შეფასება ჯერ კიდევ არ ითვალისწინებს კატასტროფის გავლენას. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გაზრდილი გარე დაფინანსების საჭიროება და პოლიტიკური გაურკვევლობა წლევანდელი არჩევნების გარშემო გაურკვევლობას აძლიერებს.