გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო 2021-2024“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს

პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო 2021-2024“ შემუშავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შვედეთის საელჩოსთან თემატური დიალოგის საფუძველზე.

პროგრამა დაკავშირებულია ბიომრავალფეროვნებისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სტრატეგიებთან და სამოქმედო გეგმებთან. აღსანიშნავია, რომ, ამ ეტაპზე, პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონ ევრომდეა.

შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ინფორმაცია მოისმინა კრწანისის ტყეპარკში ჭალის ტყეების აღდგენის გეგმის, დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაუმჯობესების პროექტით გათვალისწინებული საკითხების, ასევე, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მონიტორინგის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) წარმომადგენელი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები