ზელენსკი: რუსეთმა საგაზაფხულო შეტევა უკვე დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნის რომელიმე ტერიტორიის დათმობას გამორიცხავს.

როგორც ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთმა საგაზაფხულო შეტევა უკვე დაიწყო.

„რუსული თავდასხმები უკვე რამდენიმე მიმართულებით მოდის. იარაღი ერთადერთი ენაა, რომელიც რუსეთს ესმის. ომის ბოლოს კომპრომისები არ არსებობს, ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა. ჩვენ გვინდა უსაფრთხოების გარანტიები. ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი დაგვასუსტებს როგორც სახელმწიფოს. ვიმედოვნებ, ბელარუსი ომში არ ჩაერთვება, თუმცა თუ ეს მოხდება, ჩვენ ვიბრძოლებთ და გადავრჩებით“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

სახელმწიფოს მეთაური მიიჩნევს, რომ უკრაინის ძალები კონტრშეტევის დაწყებამდე რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებენ, თუმცა ამისთვის დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების მიწოდებაა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები