აშშ-ის თავდაცვის მდივანი: მზად ვართ, ბალტიისპირელი მოკავშირეები დავიცვათ
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები მზადაა ბალტიისპირეთის ქვეყნები – ესტონეთი, ლატვია და ლიტვა დაიცვას, საჭიროების შემთხვევაში კი, რეგიონში სამხედრო მზადყოფნა შეინარჩუნოს.
„ჩვენ [ნატოს ხელშეკრულების] მე-5 მუხლის ერთგულნი ვართ, შეგიძლიათ ამაზე ფსონი დადოთ“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა და მხედველობაში მიიღო ნატოს წესდებაში მოყვანილი მოთხოვნა, რომ ალიანსის თითოეულმა წევრმა თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთი დაიცვან.
ესტონეთის ლიდერებთან მოლაპარაკების შემდეგ ტალინში სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს რეგიონში მუდმივი, როტაციული სამხედრო ყოფნის შენარჩუნებას.
„აშშ მტკიცედ რჩება ჩვენი ბალტიისპირეთის მოკავშირეების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის ერთგული“, – განაცხადა ოსტინმა პრესკონფერენციაზე.