ევროკომისიის სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმები ომის დანაშაულია და მიუღებელია.
„რუსეთის განურჩეველი სარაკეტო და დრონებით შეტევები უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ სისტემატურ და ცინიკურ ტერორს წარმოადგენს. ეს ქმედებები ომის დანაშაულს წარმოადგენს. ეს მიუღებელია. ეს უნდა შეწყდეს. ამ დანაშაულში მონაწილე პირები პასუხს აგებენ“, – აღნიშნა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
Ukraine: Overnight indiscriminate missile & drone attacks by 🇷🇺 represent continued systematic & cynical terror against 🇺🇦 & its people.These acts constitute war crimes,are unacceptable, must stop. Those involved in these crimes will be held to account.
— Peter Stano (@ExtSpoxEU) February 16, 2023