ბაიდენი და შოლცი 3 მარტს, თეთრ სახლში, შეხვედრას გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 3 მარტს თეთრ სახლში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი, კარინ ჟან-პიერი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, თეთრ სახლში ეს შოლცის პირველი ვიზიტი იქნება.

„კანცლერის ვიზიტი – ეს შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებულ შტატებსა და ნატოში ჩვენ მოკავშირე გერმანიას შორის მეგობრობის ღრმა კავშირები“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ბაიდენი და შოლცი უკრაინის მხარდაჭერისთვის მიმართული ძალისხმევის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების, საექსპორტო კონტროლისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების საკითხებს განიხილავენ.

„ისინი ასევე განიხილავენ ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას რიგ საკითხებსა და გლობალურ უსაფრთხოებაზე, მათ შორის ერთობლივ მუშაობას ჩინეთის მხრიდან საერთო გამოწვევებზე და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩვენს თანამშრომლობას“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები