პირი, რომელმაც “სტალინის ცათამბჯენი” უკრაინის დროშის ფერებში შეღება, დააკავეს

უცნობმა პირებმა მოსკოვში, „სტალინის სიმაღლეებად“ ცნობილი შვიდიდან ერთ-ერთი ცათამბჯენის გუმბათი უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს. ინფორმაცია და ფოტო-მასალა ამ თემის ირგვლივ თავის ბლოგზე „Live Journal”-ის ცნობილმა ბლოგერმა ილია ვარლამოვმა გამოაქვეყნა . მოხალისე „ალპინისტებმა“ გუმბათის შეღებვა არ იკმარეს და გუმბათზე უკრაინის ეროვნული დროშაც აღმართეს. ქალაქის ხელმძღვანელობამ ფაქტის აღმოჩენისთანავე მოახდინეს რეაგირება და დროშის ჩამოსახსნელად მუშა ააგზავნეს. აი აქ დაფიქსირდა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი . მუშამ დროშის ჩამოხსნა არ იჩქარა და უპირველესად ცათამბჯენის მწვერვალზე პოზიორობა და სელფის სერია მოიწყო.
გუშინ ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცათამბჯენის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია 4 პიროვნება: ალექსეი შიროკოჟუხოვი, ევგენია კოროტკოვა, ალექსანდრე პოგრებოვი და ანა ლეპეშკინა. ოთხივე დაკავებული რუსეთის მოქალაქეა. მოსკოვის პოლიციის პრეს-სამსახურის გავრცელებული ცნობის თანახმად მათ მიმართ „ვანდალიზმის“ სტატიით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ეს ინფორმაცია ცნობილმა უკრაინელმა ბლოგერმა იური იჟაკევიჩმა თავის ფეიბუქ გვერდზე გაავრცელა.

15677_501539843323036_5152332876845408458_n

10491278_501539849989702_6500246399254720409_n

10623337_501539893323031_6886648356234608335_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები