EUobserver: ევროკავშირი რუსეთში უნიტაზების ექსპორტს აკრძალავს

ევროკავშირის ახალი სანქციები, რომლებიც მიმართულია რუსული ომის მანქანის შესუსტებისკენ, ასევე, მოიცავს სიმბოლურ საქონელს, რომელიც გავლენას არ ახდენს სტრატეგიულ ინდუსტრიებზე.

ამის შესახებ EUobserver-ი იმ საქონლის 146-გვერდიან სიაზე დაყრდნობით წერს, რომელთა ექსპორტი რუსეთში აღარ მოხდება.

აღნიშნულია, რომ წელიწადში 11 მილიარდი ევროს ღირებულების სავაჭრო ემბარგოს მთავარი მიზანია მაღალტექნოლოგიური საქონლის გაყიდვის შეჩერება, რომელიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს რუსული იარაღების სისტემებში.

EUobserver-ი წერს, რომ ეს არის ელექტრონიკა, ლაზერები, რადიოტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა, ავიონიკა, საზღვაო კამერები და დედამიწის იშვიათი მინერალები.

სავაჭრო აკრძალვის მეორე ნაწილი მიზნად ისახავს სამრეწველო პოტენციალისთვის დარტყმის მიყენებას.

ამ სიაში შედის “ბიდეები, უნიტაზები, წყლის ცისტერნები და მსგავსი მოწყობილობები”, ასევე, LED-ები, საფოსტო დამხარისხებლები, აგური, საბურავები და მრავალი სხვა.

აღსანიშნავია, რომ უნიტაზები გახდა სიმბოლო იმის, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 24-წლიანმა მმართველობამ ვერ გააუმჯობესა რუსების ცხოვრება. რუსმა სამხედროებმა მათი მოპარვა ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოში დაიწყეს და 2022 წლიდან უკრაინაში გააგრძელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები