“უკრაინაში კონფლიქტი გაფართოვდება” – ნატო

უკრაინაში კონფლიქტი უახლოეს თვეებში გაფართოვდება და ძალიან ინტენსიური გახდება.

ასეთი მოსაზრება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა გეოანამ Agerpres-თან ინტერვიუში გამოთქვა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უკვე იწყებს ამ შეტევას, რომელსაც ჩვენ ვვარაუდობთ. ის ჯერ არ არის ძალიან მასიური, მაგრამ აშკარად მზადდება. უკრაინული მხარე კი კონტრშეტევას ამზადებს, ამაში საიდუმლო არ არის, მაგრამ აშკარაა, რომ ამ პერიოდში, ამ თვეებში და გამოზაფხულების შემდეგ, როდესაც ფართომასშტაბიანი დაპირისპირება გამარტივდება, ეს კონფლიქტი გაძლიერდება. არ ვაკეთებთ პროგნოზებს, რადგან ომში პროგნოზებს ყოველთვის ახლავს საკმაოდ მაღალი რისკი და რასაც ჩვენ ვამბობთ, არის ის, რომ ჩვენ, ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, ჩვენ ამას გავაკეთებთ და რაც უფრო ძლიერია უკრაინა – ეს ომიც უფრო სწრაფად დასრულდება”, – თქვა მან.

მისი თქმით, „ჩვენ ყველას გვესმის, რომ მომავალი პერიოდი იქნება ძალიან ინტენსიური, ბევრი საბრძოლო მასალა დაიხარჯება და ვფიქრობ, რომ პარალელურად საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ტექნიკის მობილიზება, მძიმე ტექნიკის ჩათვლით, როგორიცაა მძიმე ტანკები, რომელიც უკრაინას სჭირდება. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ საბრძოლო მასალაც არის. ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ მრეწველობასთან, რომ მეტი ვაწარმოოთ, ვაწარმოოთ საკმარისი რაოდენობით უკრაინისა და ჩვენი საჭიროებისთვის”.

ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, 2014 წლის შემდეგ უკრაინამ ალიანსს შეიარაღებული ძალების მომზადება „ნატო-ს ლოგიკის მიხედვით“ მოსთხოვა.

“კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე ბრიუსელში გვითხრა, რომ კანადამ 2014 წლიდან 35 000 უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა”, – თქვა მირჩა გეოანამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები