ლუკაშენკომ თქვა, თუ რა შემთხვევაში აპირებს უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვას
ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მზად არის, ქვეყანა ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში პლაცდარმად გამოაყენებინოს.
ამის შესახებ მან მინსკში BBC-ს კორესპონდენტის მიერ შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ თქვა.
„დიახ, მე მზად ვარ… თქვენ ამბობთ „შეჭრა“, ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ამაზე… ვფიქრობ, რუსეთი იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაედგა… მე მზად ვარ, ისევ შევთავაზო ტერიტორია. მაგრამ მე ასევე მზად ვარ, ვიბრძოლო რუსებთან ერთად, ბელარუსის ტერიტორიიდან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე, თუნდაც ერთი ჯარისკაცი, მოვა ჩვენს ტერიტორიაზე იარაღით, ჩვენი ხალხის მოსაკლავად“, – განაცხადა ლუკაშენკომ.