AFAD: თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36 187-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36 187-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განაცხადეს.

მანამდე, ცნობილი იყო 35 418 დაღუპულის შესახებ, დაშავდა 108 068 ადამიანი.

თურქეთში პირველი მიწისძვრის შემდეგ 4,3 ათასზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.

რაც შეეხება სირიას, აქ, ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაღუპულთა რიცხვი 1,4 ათასამდე გაიზარდა. ჯანმო-ს მონაცემით, სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა ოპოზიციის და მთავრობის მიერ კონტროლირებად ორივე ტერიტორიაზე, ჯამურად, 8,5 ათასი ადამიანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები