„თურქეთი – ერთი გულია“ – ტელემარათონის დროს მიწისძვრით დაზარალებულთათვის 6 მილიარდ დოლარზე მეტი შეგროვდა

თურქეთის წამყვანი ტელე- და რადიოარხებით მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად კამპანია ლოზუნგით – „თურქეთი ერთი გულია“ გაიმართა.

ადგილობრივი დროით 03:10 საათისთვის კამპანიის ფარგლებში შემოწირული თანხა უკვე 115,1 მილიარდ ლირას (6 მილიარდ 106 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენდა.

თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, საქველმოქმედო აქცია 15 თებერვალს ერთობლივად დაიწყო თურქეთში, აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში.

კამპანიას მხარი 213-მა ტელევიზიამ და 562-მა რადიოარხმა დაუჭირა.

საქველმოქმედო კამპანიის პირდაპირ ეთერში ერთვებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ხელოვანები, სპორტული სამყაროს გამოჩენილი ფიგურები, ხალხს სიტყვით ასევე თურქეთის პრეზიდენტმა მიმართა.

მათ შორის იყვნენ: გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში; ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ერსინ თათარი; ალბანეთის პრემიერმინისტრი, ედი რამა; თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, მუსტაფა შენტოპი; პოლიტიკური პარტიების ლიდერები, კერძოდ CHP-ის თავმჯდომარე, ქემალ კილიჩდაროღლუ; İYİ Parti-ს თავმჯდომარე, მერალ აქშენერი;BBP Destegi-ს ლიდერი, DEVA-ს თავმჯდომარე, ალი ბაბაჩანი; ყოფილი პრემიერმინისტრი, თანსუ ჩილერი;

სპორტული კლუბების “ბეშიქთაშის”, “ფენერბაჰჩეს”, “გალათასარაის”, “ტრაბზონსპორის”, “ანკარაგუჩუს”, “ბაშაქშეჰირის” ხელმძღვანელები; თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი; ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების, კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელები და საქველმოქმედო ფონდები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები