რუსეთში ადმინისტრაციული შენობა იწვის (ვიდეო)
რუსეთის ქალაქ კურგანში ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარია.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი ორსართულიან შენობაში 400 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
ამ დროისთვის არსებული მონაცემით, დაშავებულები არ არიან.
ადგილზე 60 მეხანძრე და ტექნიკის 19 ერთეულია მობილიზებული.