ზელენსკი ბაიდენზე: როდესაც შესაძლებლობა ექნება, ვფიქრობ, სიამოვნებით ეწვევა უკრაინას

WASHINGTON, DC - DECEMBER 21: U.S. President Joe Biden (R) and President of Ukraine Volodymyr Zelensky walk down the Colonnade as they make their way to the Oval Office at the White House on December 21, 2022 in Washington, DC. Zelensky is meeting with President Biden on his first known trip outside of Ukraine since the Russian invasion began, and the two leaders are expected to discuss continuing military aid. Zelensky will reportedly address a joint meeting of Congress in the evening. (Photo by Alex Wong/Getty Images)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში მასთან შესახვედრად შესაძლოა, მაშინ ჩავიდეს, როდესაც მას ამის შესაძლებლობა ექნება.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ კიევში, შვედეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა მედიის კითხვას, გეგმავს თუ არა უახლოეს მომავალში ბაიდენთან პირადად შეხვედრას.

„რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ ჩვენ მოვიწვიეთ პრეზიდენტი და როდესაც მას შესაძლებლობა ექნება, ვფიქრობ, სიამოვნებით ეწვევა უკრაინას. ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალი. მიუხედავად ამისა, დღეს ჩვენ გვაქვს სხვადასხვა კომუნიკაციის საშუალება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. მადლობელი ვართ მათი დახმარების“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, თეთრი სახლის ლიდერი ჯო ბაიდენი 20-22 თებერვალს პოლონეთს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები