უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილებით, კვლავ თანამდებობაზე დარჩება
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, სამინისტროში კორუფციული სკანდალის შემდეგ, კვლავ თანამდებობაზე დარჩება.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა თავდაცვის მინისტრად დარჩენას უახლოეს თვეებში, რეზნიკოვმა უპასუხა:
„დიახ, ეს ჩემი პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის უწყებაში კორუფციული სკანდალის შემდეგ, სამინისტრომ საკადრო ცვლილებები გამოაცხადა.