პანამაში, კლდიდან სამგზავრო ავტობუსის გადავარდნის შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა

პანამაში ავტობუსი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, კლდიდან გადავარდა, რასაც, სულ მცირე, 33 ადამიანი ემსხვერპლა, 23 დაშავდა.

ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი – Siglo წერს.

გაზეთის ცნობით, ავტობუსში 60-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

მომხდარის მიზეზი უცნობია, დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები