ჰათაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 228 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ქალი, სახელად ელია და მისი ორი შვილი ცოცხალი ამოიყვანეს.
დაშავებულები, ადგილზე პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 35,4 ათას ადამიანს გადააჭარბა.