ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი ოფიციალურად წარადგინა

ევროკავშირის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის მე-10 სანქციების პაკეტით გათვალისწინებულ ძირითად ზომებზე ისაუბრა.

Twitter-ში მან შეზღუდვების სამი ძირითადი ტიპი ჩამოთვალა.

– იმ საქონლის სიის გაფართოება, რომელთა გაყიდვაც რუსეთში აკრძალულია. საუბარია ელექტრონიკაზე, სპეციალიზებულ საშუალებებზე, მანქანების ნაწილებზე, სატვირთო მანქანების ნაწილებზე, ასევე, სამშენებლო სექტორისთვის საქონელზე, რომელთა გამოყენება რუს სამხედროებს შეეძლებათ;

– ორმაგი დანიშნულების ტექნიკური კომპონენტების ექსპორტის აკრძალვა. კერძოდ, ევროკავშირი სანქციების პაკეტში შეიტანს 47 ტიპის ელექტრონულ კომპონენტს, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს იარაღის წარმოებისთვის;

– პირადი სანქციების ქვეშ მყოფი რუსების სიის გაფართოება. მასში შეიყვანენ სამხედროებს და პროპაგანდისტული აპარატის თანამშრომლებს.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციების სიაში შესაძლოა, კიდევ სამი რუსული ბანკი მოხვდეს – საუბარი იყო Alfa-Bank-ზე, Tinkoff-სა და Rosbank-ზე.

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე დაამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები