“მსოფლიო სახიფათო გახდა, უკრაინის გარდა არსებობს ჩინეთი და რადიკალური ისლამი” – ბენ უოლესი

მსოფლიო უფრო საშიში და არასტაბილური გახდა, გლობალური საფრთხეები არა მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომისგან მოდის, არამედ არსებობს სხვა გამოწვევები, რომლებიც არის გასათვალისწინებელი.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა ​BBC-სთან ინტერვიუში თქვა.

“ჩვენ ვხედავთ უფრო თავდაჯერებულ ჩინეთს. ჩვენ ვხედავთ უფრო თავდაჯერებულ “ალ-ქაიდას”, “ალ-შაბაბის” ჯგუფს აღმოსავლეთ აფრიკაში. რადიკალიზაცია და ისლამისტური ექსტრემიზმი აფრიკაში საკმაოდ სწრაფად და ფართოდ ვრცელდება”, – თქვა მინისტრმა.

უოლესის თქმით, გლობალური საფრთხე ვრცელდება არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფარგლებში, საერთო საფრთხის ტრაექტორია სულ უფრო ფართოვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები