შოტლანდიის პირველმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

„დღეს მე ვაცხადებ, რომ ვტოვებ პირველი მინისტრის და შოტლანდიის ეროვნული პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობას“, – თქვა სტერჯენმა ედინბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ შემცვლელის დანიშვნამდე უფლებამოსილების შესრულებას გააგრძელებს.

სტერჯენი შოტლანდიის პირველი მინისტრის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.

ბოლო პერიოდში, შოტლანდიის ეროვნული პარტიის ლიდერმა არაერთი პოლიტიკური წარუმატებლობა გადაიტანა, მათ შორის იყო ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის გამართვის გეგმის უარყოფა და მამაკაცი ტრანსგენდერების ქალთა ციხეში გაგზავნასთან დაკაშირებული სკანდალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები