გაერო უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფისთვის 5,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს
გაერო მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებს, გამოყოს 5,6 მილიარდი დოლარი უკრაინაში ჰუმანიტარული საჭიროებისა და ევროპაში მყოფი უკრაინელი ლტოლვილებისთვის.
გამოქვეყნებული ჰუმანიტარული რეაგირების გეგმის მიხედვით, 2023 წელს საკვები და სხვა სახის დახმარების გაწერა მოსალოდნელია უკრაინაში მცხოვრები 11,1 მილიონი და ევროპაში მყოფი 4,2 მილიონი ადამიანისთვის.
„თითქმის ერთი წელია, ომი და ყოველდღიური სიკვდილიანობა, ნგრევა და სახლების დატოვების აუცილებლობა გრძელდება“, – ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსის განცხადებაში.