ლავროვმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფციის დეტალები გაასაჯაროვა

რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფცია ყურადღებას გაამახვილებს დასავლეთის მონოპოლიის შეჩერების აუცილებლობაზე, რომელსაც სურს საერთაშორისო ცხოვრების ჩარჩოს განსაზღვრა, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სახელმწიფო სათათბიროში სამთავრობო საათზე გამოსვლისას.

„ამიერიდან, ეს ჩარჩოები უნდა განისაზღვრებოდეს არა დასავლეთის ეგოისტური ინტერესების შესაბამისად, არამედ, ინტერესთა ბალანსის უნივერსალურ საფუძველზე, როგორც ამას მოითხოვს გაეროს წესდება, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს სუვერენული თანასწორობის პრინციპს.

ისინი ცდილობენ რუსეთისთვის ხელის შეშლას, ცდილობენ ათწლეულებით მის უკან დახევას, ან საერთოდაც შეაფერხონ ქვეყნის განვითარება დეკოლონიზაციისა და „რუსეთის დაშლის“ ნიადაგის მომზადებისთვის ლოზუნგებით“, – თქვა ლავროვმა.

ამავდროულად, მისი თქმით, „ანგლო-საქსებს და დანარჩენ კოლექტიურ დასავლეთს, რომელიც მათ უდავოდ დაემორჩილა“, ნებისმიერ ფასად სურთ მსოფლიო საქმეებში თავიანთი დიქტატის გაბატონება. მათი მიზანია, გააგრძელონ მთელი კაცობრიობის განვითარების პირობების კონტროლი, მსოფლიოში დომინირების მიზნით”.

ლავროვის თქმით, ამისთვის გამოიყენება „მუქარის, შანტაჟის და თუნდაც პირდაპირი ქურდობის უკანონო მეთოდები იმათ დასასჯელად, ვინც ატარებს დამოუკიდებელ ეროვნულ პოლიტიკას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები