Sky News:  აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს

აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს.

ამის შესახებ Sky News-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ამზადებს, რომელიც, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და 10- მილიარდიან დახმარებას ითვალისწინებს.

აღნიშნული პაკეტი უკრაინის ხელისუფლებისთვის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება იქნება.

წყაროს თქმით, უახლოეს დღეებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ დიდ პაკეტზე გაკეთდება განცხადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები