ისლანდიაში ვულკანის გააქტიურებამ, შესაძლოა, ევროპაში ავიაკოლაფსი გამოიწვიოს

ისლანდიაში ვულკანი ბარდარბუნგა აქტიურდება. იმ შემთხვევაში, თუკი ვულკანი გააქტიურდება, შესაძლოა, 6 წლის წინანდელი ავიაკოლაფსი განმეორდეს. მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ამოფრქვევის შემთხვევაში, ფერფლი 10 კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდება, რაც ევროპაში ავიამიმოსვლას შეუშლის ხელს. მსგავსი შემთხვევა 2010 წელს დაფიქსირდა. ისლანდიაში ვულკანის გააქტიურების გამო, მაშინ ავიაგადაზიდვები 6 დღით შეფერხდა. ავიაკომპანიები კი მომხდარმა მილიარდობით ევროთი დააზარალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები